Sunday, December 11, 2011

ვაჟას კვირელი - 117-ე საჯარო სკოლაში

ვაჟა-ფშაველას 150  წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები

ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან  წლისთავისადმი  მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში 117- საჯარო სკოლაში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:
1.       ლიტერატურული კომპოზიციები:
·         ,, რამ შემქმნა ადამიანად?!“   26.X.2011
·         ,, კარგ ყმად  ვინა ვთქვათ ვაებო  27.X.2011
·         ,, სიცოცხლე სიყვარულითა  და სიყვარული სიცოცხლით  28.X.2011
·         ,,მოგონებებში ცოცხლდება ვაჟა..... “ 26.X.2011
2.       ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოციზია
·         ,,მთაში სალამურს ვაკვნესებ" 28.X.2011
3.      იმპროვიზებული გაკვეთილი
·         რამ მასწავლა ვაჟა-ფშაველა  27.X.2011
4.      კონფერენცია
·         როგორ ვიცნობთ ვაჟა -ფშაველას 24.X.2011
·         ,, ინტერვიუ ვაჟასთან 25.X.2011
5. კლაის საათი
  • ,,ვაჟა რომ გვყვავდა თაშია25.X.2011
  • ,,ვაჟა-ფშაველა - ბუნების მგოსანი" 27.X.2011
6.      კონკურსი მხატვრულ კითხვაში.  28.X.2011
7.      კედლის გაზეთი .
8      გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილი 26.X.2011
9      ექსკურსია 27-28. X.2011


ჩატარებული ღონისძიებები

 ლიტერატურული კომპოზიცია _,, რამ შემქმნა ადამიანად?!“
2011 წლის 26 ოქტომბერს, პარასკევს, VI კლასთან ჩატარდა ღონისძიება თემაზე ,, რამ შემქმნა ადამიანად?!“, რომელიც მიეძღვნა ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლის იუბილეს.
ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებმა თავად მოიძიეს ინფორმაცია ვაჟას შესახებ, დაისწავლეს მისი ლექსები და მოთხრობები, წამოადგინეს  მხატვრული ინსცენირება, შექმნეს სლაიდ-შოუ, გამოუშვეს კედლის გაზეთები, შეასრულეს ვაჟა-ფშაველას ლექსებზე შექმნილი სიმღერები, ფოლკლორული ცეკვები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ #117- საჯარო სკოლის პედაგოგები, სხვა კლასის მოსწავლეები და მშობლები. (ხელ. .ხუციშვილი)

ლიტერატურული კომპოზიცია _ ,, კარგ  ყმად ვინა ვთქვათ ვაჟებო
ამა წლის 27 ოქტომბერს  თბილისის 117- საჯარო სკოლაში,   XII  კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ვაჟა-ფშაველას კვირეულისადმი მიძღვნილი  ლიტერატურული კომპოზიცია:  კარგ ყმად ვინა ვთქვათ ვაჟებო“ (პედაგოგი მარეხ მოსიძე)  ღონისძიებას ესწრებოდნენ: სასწავლო ნაწილის  გამგე მაია მეტონიძე, პედაგოგები: მარიეტა საყვარელიძე, ხათუნა სულიაური.
XII  კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ვაჟას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ უამრავი მონაცემი. წაიკითხეს ვაჟას ქალიშვილის , გულქან რაზიკაშვილის ნაამბობი სათაურით: „მამამა ღმერთს ჩამოჰყარა სახელი“, გაიხსენეს ვაჟას პროზაული ნაწარმოებებიც: „შვლი ნუკრის ნაამბობი“,  მთანი მაღალნი“, წერილი ,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, წაიკითხეს ლექსები.
ისაუბრეს ვაჟას გენიალობაზე, აღნიშნეს პოეტის განსაკუთრებული ნიჭისა და შესაძლებლობების შესახებ, რომ ვაჟა თვითონ არის ალუდაც, მინდიაც, ჯოყოლაც, ობოლი კვირიაც, ზვიადაურივით ხარს გავს ყელში ხანჯალგაყრილი, რომ გაქცეულა, რათა არსად ჩაეჩეხა წუთისოფლის ბილიკებს, აკი არც ჩაიჩეხა.
ვაჟა-ფშაველა სიბრძნისა და სიყვარულის მასწავლებელია ,,მკვდარია უგრძნობი კაცი, უსაზარლესი მკვდარზედა“- ვაჟას ბუბუნა ხმა სრულიად საქართველოს მისწვდა.
სლაიდშოუს ჩვენებისას წარმოდგენილი იქნა ვაჟას განვლილი გზა ჩარგლიდან მთაწმინდამდე.


 ლიტერატურული კომპოზიცია - ,, სიცოცხლე სიყვარულითა  და სიყვარული სიცოცხლით
ვაჟა-ფშაველას კვირეულს მიეძღვნა ლიტერატურული კომპოზიცია  ,, სიცოცხლე სიყვარულითა  და სიყვარული სიცოცხლით  V კლასის მოსწავლეების მონაწილეობით (პედაგოგი მაგდა კოჭლამაზაშვილი). ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე მაკა ხუციშვილი, პედაგოგები: .შავლიავილი,  .ჩხაიძე.
მოსწავლეებმა ეისწავლეს და გადმოსცეს ვაჟას ბიოგრაფიიდან საინტერესო მონაკვეთები. გამოიკვეთა ვაჟა, როგორც ბუნების მგოსანი, ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს ბუნებისადმი  მიძღვნილი პოეტური და პროზაული ნაწარმოები.
გააცოცხლეს აკაკი წერეთლის ვაასადმი მიწერილი ლექსი  ,,ენას  გიწუნებ, ფშაველოდა ვაჟას შეპასუხება ,,ბევრი ვიფიქრე ძალიან“.
ისაუბრეს ვაჟას გენიალობაზე და აღნიშნეს, რომ პოეტის გენიალობაზე იმდენი რამეა თქმული, რომ მათთვის ძალზედ ძნელი იყო რამე დაემატებინათ. მაგრამ სიყვარულით აღნიშნეს, რომ ვაჟა-ფშაველა სიბრძნი მასწავლებელია, მამულიშვილობის მასწავლებელია. ვაჟას საკლასო ოთახი სრულიად საქართველოა, მოსწავლეები - ერთიანი ქართველი ერი, დაფა კი - ჩვენი სულები.
ვაჟა-ფშაველა ყოვლის მომცველი სიყვარულის მასწავლებელია!!!
კომპოზიციამ ბევრი ესძინა ბავშვებს, მათ სხვა თვალით დაინახეს და უფრო შეიყვარეს ვაჟას შემოქმედება.
მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს: ნათია არსენაშვილმა, რამაზ გიგანმა, ვასიკო კობაიძემ. (ხელმ. .კოჭლამაზაშვილი)

 literaturul kompoziciaSi _ ,,mogonebebSi cocxldeba vaJa..... “
yovelwliurad, zafxulis erT dRes, didi zeimi imarTeba fSavis xevze. xalxiT ivseba Cargali, vaJa-fSavelas kar-midamo, modian, rom am maRal mTebTan, am swrafi mdinareebis gverdiT kidev erTxel Sexvdnen vaJa-fSavelas, kidev erTxel gausworon Tvali poetis sinaTlesa da siyvaruls, satkivarsa da safiqrals.
wels vaJas dabadebis 150 weli izeima sruliad saqarTvelom. Kkidev erTxel gacocxlda Cvens mogonebebSi ,,razikaanT       calTvala devi”
25 ოქტომბერს, 117-e sajaro skolis XI4 klasis moswavleebma, (qarTuli enisa da literaturis maswavlebeli marine rotomaSvili) vaJa-fSavelas saiubileo welTan dakavSirebiT warmoadgines literaturuli kompozicia Temaze: ,,mogonebebSi cocxldeba vaJa...” moZiebuli masalis avtorebi iyvnen ara mxolod cnobili mwerlebi, sazogado moRvaweni, agreTve axloblebi, ojaxis wevrebi, megobrebi da Tanamokalmeni, romlebic gulwrfelad aRiareben rom kaci, romelic maTTan erTad iyofda Wirsa da varams, maTTan erTad Seeqceoda xmiads da mWaxe fSaur arays, ukvdavebasTan iyo wilnayari.
literaturul kompoziciaSi gamoyenebuli iyo vaJas leqsebi, slaid Sou, Sesrulebuli iyo fSauri simRerebi.(ხელ. .როსტომაშვილი)

 ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ,,მთაში სალამურს ვაკვნესებ"
2011 წლის 28 ოქტომბერს 117 საჯარო სკოლის მეთორმეტე-მეოთხე კლასმა სკოლაში წარმოადგინა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ,,მთაში სალამურს ვაკვნესებ" მიძღვნილი ვაჟა ფშაველას დაბადების 150 წლისთავისადმი.
მოსწავლეების: ნინო  წითელაურის,გიორგი ზოიძისა და თამუნა გოგაძის მიერ მომზადებული სცენარით ბავშვებმა წარმოადგინეს ვაჟას მშობლიური მხრის-ფშავის მცხოვრებთ,კერძოდ,მწყემსთა დუხჭირი ცხოვრების ამსახველი მხატვრული ინსცენირება
ფანდურზე შეასრულეს ხალხური და ვაჟას ლექსებზე შექმნილი სიმღერები.ღონისძიებას ესწრებოდნენ: დირექტორის მოადგილე - მაია მეტონიძე და პედაგოგები (ხელმ. .გოგოჭური)


იმპროვიზებული გაკვეთილი - რამ მასწავლა ვაჟა-ფშაველა
2011 წლის 27 ოქტომბერს ინფორმატიკის კაბინეტში ჩატარდა იმპროვიზებული ღია გაკვეთილი, მიძღვნილი ვაჟა-ფშაველას დაბადების 150- წლისთავისადმი (X კლასი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი . ჯიოშვილი)
მოსწავლეებმა წინასწარ მოიძიეს მასალები ვაჟა-ფშაველაზე, შეისწავლეს ლექსები, ნაწყვეტები პოემებიდან, წერილებიდან და წარმოადგინეს იმპროვიზებული სახით. მათ ვაჟა-ფშაველას მიუძღვნეს ჩანახატებიც, მომზადდა სლაიდებიც. გაკვეთილს მუსიკალურ ფონად გასდევდა ხალხური სიმღერა ,,შავლეგო“.
გაკვეთილს ესწრებოდნენ პედაგოგები და დირექციის წარმომადგენლები. (ხელმ. .ჯიოშვილი)

 კონფერენცია - როგორ ვიცნობთ ვაჟა -ფშაველას
ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით X კლასის მოსწავლეთა უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა. კლასის სამმა მოსწავლემ : ანელი ბახტურიძემ, გურანდა შიოშვილმა და მერი ნაკვეთაურმა მოამზადეს საკონფერენციო თემები ვაჟას  შემოქმედებასა და მისი მოღვაწეობის შესახებ.   X კლასის მოსწავლეებმა: სალომე და გვანცა მუშკუდიანებმა, ნანა ნიჟარაძემ, გიორგი ნეფარიძემ, თამარ ბულისკერიამ, თამარ ზოიძემ და სალომე სხულუხიამ  შეადგინეს ალბომი, რომელიც გაფორმებულია მხატვრულად. მოსწავლეებმა მოიძიეს სხვადასხვა სახის ინფორმაცია ,,ბუნების მგოსნისშესახებ, შექმნეს ,,სლაიდ შოუ“.
ალბომი გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებითა და ორიგინალობით. კლასმა გამოუშვა კედლის გაზეთიც (ხელ. .ბერაძე)

კონფერენცია _ ,, ინტერვიუ ვაჟასთან
ვაჟა-ფშაველას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის დღეებში, 25 ოქტომბერს , XII კლასმა ჩაატარა შემოქმედებითი კონფერენცია თემაზე: ,,ინტერვიუ ვაასთან“. მონაწილეობდა კლასის ყველა მოსწავლე. მათგან შეირჩა 8 ნამუშევარი.
საინტერესოდ გამარტეს  ,,დიალოგივაჟასან : ამარ კაპანაძემ, თამარ ღორაშვილმა, ბექა გულიაშვილმა, ამარ ბერიძემ.
ვაას პერსონაჟებთან ,,იპაიქრესალომე ცინცაძემ და ალვა ნიჩიპეროვიჩმა.
დასასრულს, თეორიული კონფერენცია გაახალისეს კლასის მომღერლებმა ვაჟას ლექსებზე შექმნილი სიმღერებით  (ხელ. .თანდარაშვილი)

კლაის საათი : ,, ვაჟა რომ გვყვავდა თაშია
 V2 კლასს, რადგან ყველა მოსწავლე უკვე თითქმის მსახიობია, დაერქვა ხელოვნების მოყვარულთა კლასი - ,,ხმკ".  20011წლის 27 ოქტომბერს ჩაატარეს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კლასიის საათი - ,, ვაჟა რომ გვყავდა მთაშია"
 მოსწავლეებმა თვითონ მოიძიეს მასალები ვაჟას ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან, ბევრი ლექსი შეისწავლეს, რომელიც მხატვრულად წარმოადგინეს. პირველ ადგილზე გასული ნუცი ნაზღაიძე სკოლის კონკურსზე გაიგზავნა, იქაც პირველი ადგილი დაიმსახურა.
 საინტერესოდ წარმოადგინეს ნაწყვეტები: ,,ჩხიკვთა ქორწილიდან", მუშაობენ სპექტაკლზე, რომლის პრემიერაც ახლო მომავალში შედგება.


 კლასის საათი: ,,ვაჟა-ფშაველა - ბუნების მგოსანი"
 VII2 კლასში ჩატარდა კლასის საათი თემაზე:  ,,ვაჟა-ფშაველა - ბუნების  მგოსანი"
 ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები: იამზე ჭეიშვილი, ნინო სამხარაძე, ნონა ივანიშვილი, თეა გეწაძე.
 მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვაჟა-ფშაველს პროზა და პოეზია. გააცოცხლეს ბუნების ქმნილებები. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები.
 განსაკუთერებული მოწონება დაიმსახურეს მოსწავლეებმა: თინა კვირკველიამ, ლუკა ქობალიამ, ნინო კურტანიძემ და სხვებმა.





 მხატვრული კითხვის კონკურსი
 ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლის იუბილე დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით აიტაცა #117- საჯარო სკოლის ყველა პედაგოგმა და მოსწავლემ. ვინაიდან ბევრი იყო ლექსის მხატვრულად წაკითხვის მსურველი, კათედრის გადაწყვეტილებით შეირჩა კლასებიდან საუკეთესო მოსწავლეები და ჩატარდა ერთიანი სასკოლო მხატვრული კითხვის კონკურსი: ,,ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები V-დან  XII  კლასის ჩათვილით. ჟიურის გადაწყვეტილებით დაჯილდოვდნენ დიპლომებით  I, II და III ადგილზე გასული მოსწავლეები
I ადგილი მიიღო ნაზაიძე ნუცამ Vკლ. (პედ: .შავლიაშვილი) და სულამანიძე იზა VIII კლ. (პედ: .ჯაჯანიძე)
II ადგილი მიენიჭა XII კლასის მოსწავლეებს  . კაპანაძესა და გვანცა გოცირიძეს
III ადგილი განაწილდა სამ მოსწავლეს შორის: მანაგაძე ანი -XI კლ. ფარეშიშვილი თეონა - IXკლ. და არსენიშვილი ხატია VIII კლ.
მხატვრულ კონკურსს ესწრებოდნენ ჟიურის წარმომადგენლები  (117- საჯარო სკოლის პედაგოგები) : .ხუციშვილი (ჟიურის თავმჯდომარე), .ფანჩულიძე (ჟიურის წევრი), .სამხარაძე (ჟიურის წევრი)
კონკურსზე გამომსვლელებს ამხნევებდნენ მშობლები და გულშემატკივრები.

 კედლის გაზეთი
ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელთან დაკავშირებით ,  კვირეულში მონაწილე კლასებმა  კედლის გაზეთები წარმოადგინეს.
მოსწავლეები პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დავალებას, მოიძიეს საინტერესო მასალები, გამონათქვამები მწერლის შესახებ, მისი ცხოვრების ამსახველი ფოტო მასალები, გაზეთები გაფორმდა ლამაზად, გემოვნებით. კონკურსში გაიმარჯვა ზურაბ აკოფაშვილმა.

 გასვლითი ინტეგრირებული  გაკვეთილი მთაწმინდაზე - ,, მთის არწივი
2011 წლის 26 ოქტომბერს,  პარასკევს, მთაწმინდაზე,  IX კლათან ჩატარდა გასვლითი გაკვეთილი  თემაზე: ,,მთის არწივი“, ღონისძიება მიეძღვნა ვაჟას  დაბადებიდან 150 წლის იუბილეს.
მოსწავლეებმა თავად მოიძიეს ინფორმაცია ვაჟას შესახებ. წაიკითხეს ლექსები, ნაწყვეტები პოემებიდან და კრიტიკული წერილებიდან. ისაუბრეს ასევე მამა დავით გარეჯელის მოღვაწეობისა და ღვაწლის შესახებ.
მოსწავლეებმა ფანდურზე შეასრულეს ხალხური და ვაჟას ლექსებზე შექმნილი სიმღერები .
გაკვეთილი იყო ინტეგრირებული ქართულის პედაგოგ .სამხარაძისა და ისტორიის პედაგოგ .აფციაურის ხელმძღვანელობით.

 გაკვეთილი მთაწმინდაზე
მიმდინარე სასწავლო წლის 26/10 , ვაჟა-ფშაველას საიბილეო წელთან დაკავშირებით. VIII კლასში ატარდა ღი გაკვეთილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწე პანთეონში, მწერლის საფლავან.

 მოსწავლეებს მოძიებული ჰქონდათ საინტერესო მასალა ვაჟა-ფშაველას წინაპრებზე, ისაუბრეს მის მშობლებზე, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით შვილების სწავლა - განათლების საქმეში, გაიხსენეს ლუკა რაზიკაშვილის ბავშვობა, სტუდენტობის წლები. ისაუბრეს მის შემოქმედებაზე, წაიკითხეს ამონარინდები პროზაული ნაწარმოებიდან, გაეცნენ პუბლიცისტურ წერილებს.
ისაუბრეს რა დაედო საფუძვლად ვაჟას ლირიკული ედევრის ,,რამ შემქმნა ადამიანადშექმნას. გაიხსენეს გულქან რაზიკაშვილის ნაამბობი, რას ნატრობდა დედი ობოლი პატარა მწყემსი. მხატვრულად წაიკითხეს საყვარელი პოეტის ლექსები.
აღნიშნეს, თუ რა დიდი დამსახურება მიუძღვით ვაჟა-აველას და მის ძმებს თედოს და ბაჩანას ჩვენი ქვეყნი და სიტყვაკაზმული მწერლობის წინაშე.გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა.     ღია გაკვეთილს ესწრებოდნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის კატედრის გამგე _მაკა ხუციშვილი, კათედრის წევრები ნინო სამხარაძე, მარინე ბერაძე, ეკა ფანჩულიძე. გაკვეთილი მოისმინეს მშობლებმაც და კმაყოფილება გამოთქვეს. (ხელ. .ჯაჯანიძე)

  ექსკურსია
2011 წლის 27 ოქტომბერს მეთორმეტე მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ჩარგალში დიდი ყურადღებით დაათვალიერეს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, გაეცნენ მათთვის უცნობ მრავალ ექსპონატს და ხელნაწერს, კიდევ ერთხელ შეიგრძნეს ვაჟას სულიერი სამყაროს პოეტური ძალა და სიდიადე (ხელ. .გოგოჭური) (იხ. დანართი)
2011 წლის 28 ოქტომბერს კი მეთორმეტე პირველი კლასი ეწვია ჩარგალს. (ხელ.ბ.თანდარაშვილი)
მოსწავლის დღიურიდან: ,,ჩარგალში ოდნავ ციოდა,. ნამადმოსული ციური წვეთიდან ისევ ლუკა რაზიკაშვილი გვეხმიანებოდა... რატომ არ მოველ წვიმადაო. ვტოვებდით ჩარგალს და თითქოს ყველა ერთად ვდუდუნებდით: ,,მე ვნახე შენი ლამაზი ფშავი, ბუმბერაზ მთებითა.“
 *********************************************************************
კვირეული დასრულდა, ვაჟას დღეები გრძელდება...